საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ვიმეორებ – ჩემი სოლიდარობა ყველა ჟურნალისტს!
▪️მათ შორის: მარიამ გაფრინდაშვილს, რომელიც აქტივისტებისგან ნასროლი ქვით დაშავდა და ძლივს გადაურჩა სიკვდილს!
▪️მათ შორის: გურამ როგავას, რომელიც სპეცრაზმელის მიერ იქნა დაშავებული და ძლივს გადაურჩა სიკვდილს!
მაგრამ…
გეკითხებით ყველას, ეს დღეები რომ ააქოთეთ სოციალური ქსელები და ბულინგ-ბულინგით დათარეშობდით:
❓სადაა თქვენი სოლიდარობა და გულშემატკივრობა აქტივისტების მიერ ნასროლი ფოიერვერკით რომ დაშავდა “პირველი არხის” ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე?
❓სადაა თქვენი სოლიდარობა და გულშემატკივრობა “იმედის” ჟურნალისტის ვარლამ წიკლაურის მიმართ, რომელიც კოტე ყუბანეიშვილის ცოლისა და კეზერაშვილის პარტიული ტელევიზიის “გებელსის”, სოფიო ხუნწარიას ხელისქაჯების მიერ იყო დაბულინგებულ-შეურაცხყოფილი?
❓სადაა თქვენი სოლიდარობა “პირველი არხის” ჟურნალისტის სალომე ქოქიაშვილის მიმართ, კეზერაშვილის “ფორმულას” იდეოლოგად ქცეულმა სოფიო ხუნწარიამ რომ ლანძღა და ქაჯმა ნინია კაკაბაძემ ხელით შეხებაც რომ დაუპირა?
ან იმავე “პირველი არხის” რედაქტორს ირინა დეკანოიძეს რომ აბულინგებენ, რატომ დუმხართ?
“პირველი არხის” ჟურნალისტების ტელეფონის ნომრებს რომ ხელიხელ ატარებენ და აქვეყნებენ, სადაა თქვენი დემოკრატიული კნავილი?
ააა, არ გაწყობთ?
თქვენი ორტრაკა(!!!) ხასიათი მოვტ…ნ!