ვარლამ ლიპარტელიანი: ძალიან რთული საყურებელია ის ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობს პარლამენტთან და თბილისის ქუჩებში, ასევე რეგიონებში. რა თქმა უნდა ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ
„ძალიან რთული საყურებელია ის ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობს პარლამენტთან და თბილისის ქუჩებში, ასევე რეგიონებში. რა თქმა უნდა ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ. თითოეულმა ჩვენგანმა აღვნიშნეთ, რომ ის რიგი შემთხვევები რაც იყო პოლიციელების მხრიდან, არ არის მისაღები და როგორც პრემიერმა ისაუბრა, აუცილებლად იქნება გამოძიებული”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვარლამ ლიპარტელიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო თქვენს კოლეგებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დაშავდა ამ დღეების განმავლობაში, მაგრამ ჩვენ ვხედავთ მიზანმიმართულ და ორგანიზებულ შეტევებს პოლიციელებზე, თანამშრომლებზე, პარლამენტზე, რაც ყოვლად დაუშვებელია. ყველა ნორმალურ სახელმწიფოში მიუღებელი მსგავსი ქმედება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პოლიციელები საოცარ თავშეკავებას და საოცარ უნარს ავლენენ, რომ რაღაც უფრო დიდ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს ეს ყველაფერი.
რა თქმა უნდა აქციაზე არიან გულწრფელი ადამიანები, რომლებიც ჩემი აზრით შეცდომაში არიან შეყვანილი, რადგან ჩვენს ხელისუფლებას არც ერთი წამით არ გადაუხვევია ევროპული კურსიდან. ის განცხადება, რაც პრემიერმა გააკეთა, ემსახურებოდა იმ ყველაფერს, რომ ჩვენ აქამდე რომ იყავით შანტაჟის მსხვერპლი, აქედან აგვერიდებინა ეს ყველაფერი“, – აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.