leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბექა დავითულიანი: უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა  უკრაინულმა მხარემ „ნაციონალური მოძრაობის“ გამო გააფუჭა

“ფაქტია, რომ მოხდა ძებნილი პირის (ზურაბ ადეიშვილის) აქტივობა. მოხდა მიმართვა, ჩვენი სურვილია, რომ სამართლებრივი პრინციპებით იხელმძღვანელოს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ და გადმოგვცეს. დაველოდოთ შედეგებს. სწორი იქნებოდა, რომ გადმოეცათ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით,  საქართველოსთან ურთიერთობა უკრაინულმა მხარემ „ნაციონალური მოძრაობის“ გამო გააფუჭა.

„რაც შეეხება უკრაინის ნაწილს, რომელიც რეალურად,  თავშესაფრად იქცა კრიმინალური რეჟიმის სისტემის, როგორც მმართველების, ასევე მთავარი აღმსრულებლების, მეგის ქარდავას რომ ამდენი წელი ინახავდნენ და მისი კალიბრის არაერთ სხვა დამნაშავეს, რომლებიც ადამიანების გაუპატიურებაში, მკვლელობაში, წამებაში და ათას უბედურებაში არიან მხილებული. დღესაც არაერთ ასეთს იფარებენ, ამან გააფუჭა სწორედ, ეს ურთიერთობები. უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობა ჩვენ არ გაგვიფუჭებია, ეს ურთიერთობა გააფუჭა უკრაინულმა მხარემ „ნაციონალური მოძრაობის“ გამო ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველ დღე ახალი დამნაშავისა და მწამებლის შეფარებით“, – აღნიშნა დავითულიანმა.

-0:33
ასევე იხილეთ