leaderboard_below_slide
left_sabechdi

დაჩი ცაგურია: კატეგორიულად მიუღებელია, რომ საქართველოში ადამიანი ადამიანს ბენზინიან ბოთლს ესროდეს, ცეცხლს უკიდებდეს, ან პიროტექნიკას ესროდეს

„კატეგორიულად მიუღებელია, რომ საქართველოში ადამიანი ადამიანს ბენზინიან ბოთლს ესროდეს, ცეცხლს უკიდებდეს, ან პიროტექნიკას ესროდეს”, – განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები აღნიშნულს აკეთებენ ორგანიზებულად, წინასწარი განზრახვით.

„რაღაც ჯგუფია, რომელიც ეჭვი მაქვს, რომ არის დატრენინგებული, მომზადებული, ნავარჯიშები და ყველაფერი არის წინასწარ მომზადებული. ნივთები ნამდვილად მიტანილი აქვთ. ორგანიზებულად ხდება ამის მართვა. ვხედავთ ჯგუფებში, რომ ხდება შურდულების, ქვების, პიროტექნიკის მიტანა. ეს საიდანღაც იმართება. არც ერთი ლიდერი არ მიდის და არც ერთხელ არ ეუბნება მათ, რომ ვიღაცამ თავი შეიკავოს. პირდაპირ ორგანიზებულად იწყება-ხოლმე შტურმი პარლამენტის შენობაზე“, – განაცხადა ცაგურიამ.

ასევე იხილეთ