leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: ვისთვისაც დავით ქართველიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ „გიყვარდათ” და „პატივს სცემდით“, დღეიდან „რუსის მონა“ ვარ

„აწი, თუ დამირეკავთ ან მომწერთ მოსაკითხად – რუსულად გიპასუხებთ ხოლმე“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი იმ „კეთილმოსურნეების“ გასაგონად, რომლებმაც მის მიმართ პოლიტიკური პოზიციის გამო დამოკიდებულება შეიცვალეს.

„იუმორი – წამალია. სატირა – ქირურგიული ჩარევა. სასოწარკვეთილება – პროზექტურა. ამ ჭრილში მივმართავ ჩემს „გულანთებულ” ნათესავებს და მეგობრებს: ვისთვისაც დავით ქართველიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ „გიყვარდათ” და „პატივს სცემდით”, დღეიდან „რუსის მონა” ვარ, რეალური და არა ფარისევლური სიყვარულისა და პატივისცემის შენარჩუნების მიზნით, თქვენი გრძნობებისადმი გაგებით მოკიდების ფარგლებში, გადავწყვიტე გარკვეული ზღვარი ჩვენს შორის მაინც გავავლო.

აწი, თუ დამირეკავთ ან მომწერთ მოსაკითხად – რუსულად გიპასუხებთ ხოლმე. სიგიჟე ბოლომდე ვიცი და იუმორის გრძნობას ჩემს ამ „ლაიფჰაკშიც“ მინდა ჩავაქსოვო. Так как аляповатая витиеватость ваших чудовищных умозаключений в мой адрес катастрофически несуразна – я вынужден принять участие в ваших “играх разума”. Звоните если чо. В целях улучшения сервиса наш разговор будет записан. Люблю вас!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

 

ასევე იხილეთ