leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბექა დავითულიანი: ორი ნიკა – გვარამია და მელია როდიდან გახდნენ ახლები?! 

“ორი ნიკა – გვარამია და მელია როდიდან გახდნენ ახლები?! ამ ადამიანებში არაფერი ახალი არ არის. ისინი ცდილობენ, თავი გადაიფუთონ – ახალ „ნაციონალურ მოძრაობად“ წარდგნენ, რომელიც ზუსტად იმავეს გააკეთებს, რაც ერთხელ უკვე გაკეთებული აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გაერთიანების შესახებ “ქრონიკასთან“ განაცხადა.

„არის ასეთი გამოთქმა – ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველიაო, მაგრამ ესენი დავიწყებულებიც არ არიან. თვითონ არ მისცეს მოსახლეობას შესაძლებლობა, რომ დაევიწყებინათ მათი სისხლიანი რეჟიმი და მათი სახეები. წამებით განთქმული ხელისუფლებიდან პირდაპირ, უტიფრად გვიმტკიცებდნენ, რომ ის ყველაფერი იყო სწორი. გამოდიან და ამბობენ – შეცდომები დავუშვითო, დანაშაული ჩავიდინეთო, ამასაც არ აღიარებენ.

ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ნამდვილად იყო ავტოკრატი და რეჟიმი ხელში ეჭირა და ყველა თავისუფალ სივრცეს კეტავდა, რომელიც დემოკრატიის ინსტრუმენტია, ახლა გვეუბნება, რომ ახლა, როდესაც სასამართლოს საშუალო ევროპული რეიტინგი აქვს – ეს არის კლანიო. „ქართულ ოცნებას“ ეძახის რეჟიმს ადამიანი, რომელიც თვითონ განმარტავს, რომ თავად იყო რეჟიმის შემოქმედი“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

ასევე იხილეთ