leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი მიქაუტაძე ლიონში დააყაჩაღეს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი და ფრანგული საფეხბურთო კლუბ „ლიონის“ ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე გაძარცვეს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

შემთხვევა ლიონთან ახლოს, შასიეს კომუნაში, ფეხბურთელის საცხოვრებელ სახლში მოხდა. ინფორმაციის თანახმად, მიქაუტაძე საფეხბურთო კლუბ „ნიცასთან“ გამართული მატჩის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა.

როცა მან ავტომობილი გააჩერა, მასთან ორი შეიარაღებული პირი მივიდა და სახლის გაღება მოსთხოვა. ფეხბურთელმა მათი თხოვნა დააკმაყოფილა, მძარცველები მის სახლში შევიდნენ, რამდენიმე ძვირადღირებული საათი და სხვა ნივთები აიღეს და მიიმალნენ. წინასწარი ინფორმაციით, ნაძარცვის საერთო ღირებულება 150-200 ათას ევროს შეადგენს.

როგორც თავად მიქაუტაძემ განაცხადა, მძარცველებს ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის არ მიუყენებიათ. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

 

ასევე იხილეთ