რუსთაველის ფონდმა გამოაცხადა 2024 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის კონკურსი – „ქალები მეცნიერებაში“ – განსაკუთრებული მიღწევებისათვის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით.
კონკურსის მიზანია, გამოავლინოს და წაახალისოს ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით მოღვაწე გამორჩეულად წარმატებული მეცნიერი ქალი.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ გთხოვთ, იხილოთ ბმულზე: https://shorturl.at/vwxMN