დაჩი ცაგურია: წინა ხაზზე არიან პოლიციელები, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და თავისუფლებას საკუთარი სხეულით იცავენ
„ჩვენ შეგვიძლია, უბრალოდ, სადაც შევხვდებით ამ ბიჭებს, მივიდეთ, გავამხნევოთ, მოვეფეროთ და ვუთხრათ, რომ იმ ბარბაროსების გარდა, საქართველოში არის ჯანსაღი საზოგადოება, რომელიც მათ თავგანწირვას აფასებს. მთავარია, ეს ემოცია და მუხტი არ მოგვერიდოს, თამამად ამ ბიჭებს და გოგოებს გადავცეთ”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტპატიმარი დაჩი ცაგურია წერს:
„მეგობრებო, მოგმართავთ ინიციატივით, რაც არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას და განსაკუთრებულ ორგანიზებას. დღეს, ფაქტია, რომ ცდილობენ საქართველოს სახელმწიფო გადატრიალება მოუწყონ გარედან მართულმა ძალებმა, რომელზეც ძალიან დიდი რესურსები იხარჯება. ფაქტია, ეს ყველაფერი არის კარგად ორგანიზებული და წინასწარ დაგეგემილი. ამ ბრძოლაში და პოლიტიკურ დიდგორში ახლა ჩვენ ვხედავთ წინა ხაზზე არიან პოლიციელები, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და თავისუფლებას საკუთარი სხეულით იცავენ, არიან დაშავებულები, დასახიჩრებულები და ამ დროს მათი მხარდაჭერა არის ძალიან მნიშნელოვანი. მოგმართავთ თხოვნით, იმ ფონზე, როცა ამ გმირ ბიჭებს უწევთ მოთმენა ათასი შეურაცხყოფის, ბენზინიანი ბოთლების სროლის, შურდულებით ნასროლი საკისრის ფოლადის ბურთულებისა და ქვების, ყველანი ვხედავთ, რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ და როგორ უპირო ენით აგინებენ ამ ახალგაზრდებს. ამ დროს, ჩვენ შეგვიძლია, უბრალოდ, სადაც შევხვდებით ამ ბიჭებს, მივიდეთ, გავამხნევოთ, მოვეფეროთ და ვუთხრათ, რომ იმ ბარბაროსების გარდა, საქართველოში არის ჯანსაღი საზოგადოება, რომელიც მათ თავგანწირვას აფასებს. მთავარია, ეს ემოცია და მუხტი არ მოგვერიდოს, თამამად ამ ბიჭებს და გოგოებს გადავცეთ.
მშვიდობა საქართველოს.
ღმერთმა ყველა ქართველი ამყოფოს ჯანმრთელი და ბედნიერი” – წერს დაჩი ცაგურია.