leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი კახიანი: დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ გადაიხედება საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებში

„დაველოდოთ 20 იანვარს, როდესაც მოხდება აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ გადაიხედება საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებში”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.

მან დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენაზე ისაუბრა. მისივე თქმით, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მიდგომები ბევრ საკითხთან დაკავშირებით „დემოკრატებისგან“ განსხვავებულია.

„მოდით, პირველ რიგში, დაველოდოთ 20 იანვარს, როდესაც მოხდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ გადაიხედება საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებში. დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობები პოზიტიურად განვითარდება.

სრულიად გაუგებარი განცხადება, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედმა ადმინისტრაციამ გააკეთა, დარწმუნებული ვარ, ესეც ძალიან მალე გადაიხედება. სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით, წინ ძალიან კარგი მომავალი გვაქვს.

ასევე მგონია, რომ ევროკავშირთან მიმართებაშიაც ეს ურთიერთობები უნდა დარეგულირდეს, მოგვარდეს. ალბათ, უსამართლობის, სიყალბეზე აგებული ეს ტალღა გადაივლის და ურთიერთობები დასტაბილურება“, – აღნიშნა კახიანმა.

ასევე იხილეთ