საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ანგელოზივით გოგო-ბიჭებო!
არა აქვს მნიშვნელობა, ვიზიარებ თუ არა თქვენს პოზიციას.
პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი!
პროტესტს და არა – ძალადობას!
ასეთი ხალხი ჩამოიშორეთ და გვერდში არ დაიყენოთ, თორემ თქვენს გულწრფელ პოზიციას ჩირქს სცხებენ!
გიმეორებთ – რამდენნიც ხართ მანდ ჩვენი შვილების ასაკისა და ბევრიც, ჩვენი მეგობრები და მათი შვილები, – და გულწრფელი პროტესტის განცდით დამუხტულები, აღარა აქვს მნიშვნელობა, როცა ასეთი მანქურთები ამღვრევენ მდინარეს…
და ისეთები კიდევ, – „ორი გვამი მინდას” იდეოლოგიური გამგრძელებლები…
თქვენ ისვრებით.
ჩვენია ეს ქვეყანა – ევროპისკენ ღირსებითა და ქართული სულით მიმავალი სამშობლო!
და ასეთების გამო ისვრება იდეაც, რომელსაც, გიმეორებთ, ევროპულს, – ყველა ცალსახად ვიზიარებთ და შესაძლოა, თქვენი გამოხატვის ფორმები არ მოგვწონს…
ბინძური სულით გაჟღენთილი და სისხლის სუნზე დაგეშილი პოლიტიკოსები და „ენჯეოშნიკები” გიბინძურებენ გონებასაც და იდეასაც…
იქით ელისაშვილმა ღირსეულ კაცს ალი ბაბაევს ხელი დაარტყა, აქეთ ქვეყნის სადარაჯოზე მდგარ პოლიციელებს დედას აგინებენ და დასაწვავად იმეტებენ, იქით – „ბიჩოკებით” ხანძრების გაჩენას გეგმავენ, აქეთ – ვიღაც ნაძირალას იარაღი აქვს შემართული…
დატრენინგებული მანქურთები სისხლის სუნზე იგეშებიან…
თქვენ კი…
თქვენი გულწრფელი ემოციებითა და იდეებით ირიყებით და ნაპირზე ასეთი უღირსები რჩებიან! ნაპირზე ასეთი აგრესიულები რჩებიან…
ეს არ არის მშვიდობიანი ფორმა გამოხატვის თავისუფლებისა, გახსოვდეთ…