leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კირცხალია: ქუჩებში ვხედავთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას

“ჩვენ დღეს ქუჩაში საპროტესტო აქციებს არ ვხედავთ, ქუჩებში ვხედავთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რომელიც დაორგანიზებულია ამ ჯაშუშების მიერ”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.

„ეს არის იმ ტრენინგების შედეგი, რომლითაც იყვნენ დაკავებულები მათი პატრონები მათივე პარტაქტივისთვის. რა თქმა უნდა, იქ არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რეალურად არის შეცდომაში შეყვანილი. ჩვენი გეგმა, პირველ რიგში, არის იმ საზოგადოების ნაწილის მაქსიმალური ინფორმირებაა, რომელიც ამ აღქმების თეორიის ქვეშაა მოქცეული, ხოლო დანარჩენს – დესტრუქციას და გადატრიალების მცდელობას, რასაც ახლა ვუყურებთ, სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები სათანადო პასუხს გასცემენ“, – აღნიშნავს დეპუტატი.

ასევე იხილეთ