ნინო ფოჩხუა “იმედის” სკანდალურ ჩანაწერზე: ვინმეს ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ “ორი გვამი მინდა” დავიწყებას მიეცემოდა თუ ვანო მერაბიშვილი დაგვავიწყდა ვინმეს? ყველაფერი მეორდება, სცენარი იგივეა, ფრთხილად მომიტინგეებო! ნუ გაჰყვებით ბრმად ამ კრიმინალებს
“ვინმეს ეჭვი ეპარებოდა იმაში რომ “ორი გვამი მინდა” დავიწყებას მიეცემოდა თუ ვანო მერაბიშვილი დაგვავიწყდა ვინმეს?”, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა და “იმედის” მიერ გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერს აზიარებს, სადაც აქციაზე მსხვერპლის საჭიროებაზეა საუბარი.
როგორც ექსპერტი წერს, ყველაფერი მეორდება, სცენარი იგივეა, უკრაინის მეიდანიც ხომ ასე დაიწყო თავისი შუშხუნებით და ‘ტრუპებით.”
“ვინმეს ეჭვი ეპარებოდა იმაში რომ “ორი გვამი მინდა” დავიწყებას მიეცემოდა თუ ვანო მერაბიშვილი დაგვავიწყდა ვინმეს? გვარამია-სააკაშვილი და ორსული ჟურნალისტის მკვლელობა, ესეც ხომ გვახსოვს? მიკვირს, როგორ შეიძლება ეს მხოლოდ ჩვენ გვახსოვდეს. არც სალომეს ახსოვს ის ჯოჯოხეთი რაც მაშინ ხდებოდა, როგორ აწერს ხელს ამაზე? ყველაფერი მეორდება, სცენარი იგივეა, უკრაინის მეიდანიც ხომ ასე დაიწყო თავისი შუშხუნებით და “ტრუპებით”. ფრთხილად მომიტინგეებო! ერთი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი და წარმოდგენაც არ მინდა ჩემი ქვეყნის მომავლის, ნუ გაჰყვებით ბრმად ამ კრიმინალებს”,– წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.