ეკა სეფაშვილი: ეს აქციები თავიდანვე იყო სახელმწიფო გადატრიალების მიზნით, იქ არანაირ შინაარსზე არ იყო საუბარი და მშვიდობიანი პროტესტის ფორმას მაშინვე გასცდა
პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი რადიკალების საპროტესტო აქციებს ეხმიანება.
მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა და პროტესტი თავიდანვე ამ მიზნით დაიწყო.
„აქციები, რომლებიც მიმდინარეობს ამჟამად თბილისის ქუჩებში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და თავიდანვე, ეს აქციები იყო ამ მიზნით. იქ არანაირ შინაარსზე არ იყო საუბარი და მშვიდობიანი პროტესტის ფორმას მაშინვე გასცდა“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.