leaderboard_below_slide
left_sabechdi

ეკა სეფაშვილი ილონ მასკის განცხადებაზე: ეს არის რადიკალებისთვის ლახვრის ჩაცემა და იმის თქმა, რომ საქართველო მიჰყვება ცივილიზებული დასავლური სამყაროს იმ ღირებულებებს, რაზეც დგას თანამედროვე განვითარებული მსოფლიო

პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი ილონ მასკის განცხადებას ეხმიანება.

დეპუტატის თქმით, ილონ მასკის განცხადება არასამთავრობოების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე არის ცივი წყლის გადასხმა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების გამო საქართველოს ამუნათებდა.

ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის ფაქტობრივი აღიარება რომ საქართველო მიჰყვება იმ ღირებულებებს, რაზეც დღეს ცივილიზებული სამყარო დგას.

„ნაციონალური დემოკრატიის ფონდის ხელმძღვანელად ვიქტორია ნულანდის დანიშვნის შესახებ ილონ მასკის განცხადება არის ცივი წყლის გადასხმა საქართველოს ყველა იმ მოწინააღმდეგეზე, რომლებიც მთელი ამ ორი წლის მანძილზე საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდნენ და გვამუნათებდნენ იმისთვის, რომ გვინდოდა საქართველოში დაგვენერგა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დემოკრატიული ფასეულობა – გამჭვირვალობა.

ილონ მასკმა სხვადასხვა ქვეყნებში ნაციონალური დემოკრატიის ფონდის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების გაუმჭვირვალე ფინანსების გამჭვირვალობა მოითხოვა.

ესაა მათთვის ლახვრის ჩაცემა და იმის თქმა, რომ საქართველო ცივილიზებული განვითარების ავანგარდშია და მიჰყვება ცივილიზებული დასავლური სამყაროს იმ ღირებულებებს, რაზეც დგას თანამედროვე განვითარებული მსოფლიო და რაზეც უნდა იყოს დამყარებული ნებისმიერი დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფო – კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ადამიანების უფლების დაცვა და ა.შ.“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ასევე იხილეთ