leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: მოვითხოვ ამ ფსიქოლოგიური პედოფილის დაუყოვნებლივ დაკავებას! ხელისუფლება – იმოქმედე!!!

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც სკოლის მოსწავლეებს აქციებზე გასვლისკენ მოუწოდებენ და ხელისუფლებას რეაგირებას სთხოვს.

„ხელისუფლებავ!!! დედის გინებას ვატარებთ, პირად შეურაცხყოფას არ ვიმჩნევთ – ჩემს შვილიშვილებთან რომელიმე არსებამ თუ შეაღწია სკოლაში და უბრალოდ ფსიქოლოგიურად შეაშინა ან ფსიქოლოგიურად იძალადა – მე მას საკუთარი ხელით გავანადგურებ!!! ეს დანაშაულის ჩადენის განზრახ მზაობად ჩათვალეთ ჩემი მხრიდან. ვინც ამას მოიწონებს თუნდაც რომელიმე ჩემი ოჯახის წევრი, ჩათვალეთ – მკვდარი ვარ თქვენთვის! სად არის მანდატურის სამსახური? ყველაფერი ჩამოიშალა???

მოვითხოვ ამ ფსიქოლოგიური პედოფილის დაუყოვნებლივ დაკავებას! ეს არის ონისე ცხადაძე! „მთავარი არხის“ ყოფილი და „ტვ პირველის“ მოქმედი თანამშრომელი!!! შეშინებული ბავშვების სახეებს შეხედეთ, მეგაფონით „გამოდით გარეთ!“ – შეძახილის შემდეგ! ნუ თამაშობთ ჩვენი ყველაზე მგძნობიერი გრძნობებით და ნუ ცდით ჩვენი მოთმინების ფიალას! ომბუდსმენ – ამოიღე ხმა! ხელისუფლება – იმოქმედე!!!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე იხილეთ