leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე ეუთო/ოდირ-ის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე: ეს არის პასუხი, კულმინაცია იმაზე, თუ როგორ ჩატარდა ჩვენი არჩევნები

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში სასურველი შედეგი ვერ მიიღო, არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადებები და სპეკულაციები დაიწყო.

ამის შესახებ მან ეუთო/ოდირ-ის მიერ გამოქვეყნებულ იმ წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში 26 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტთან ითანამშრომლებენ.

„ეს არის პასუხი, კულმინაცია იმაზე, თუ როგორ ჩატარდა ჩვენი არჩევნები. არაერთი განცხადება, შეფასება გაკეთდა მათ მიერ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, „წვრილფეხა“ რადიკალების მხრიდან ვისმენთ განცხადებებს, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით უამრავი ფაქტი არსებობს, თუმცა დღემდე ერთი კონკრეტული ფაქტი არ არის წარმოდგენილი. ეს არის უბრალოდ სპეკულაციები. ჯერ იზეიმეს, თავიანთ ამომრჩეველს უთხრეს, რომ ვითომ მოიგეს არჩევნები და შემდეგ დაიწყეს აღნიშნული არჩევნების „გაშავება“, რადგან მათ სასურველი შედეგი ვერ მიიღეს. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უთხრა არა – ბოროტებას, რადიკალიზმს, იმ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებს, რომლებიც ქვეყანას ცხრა წლის განმავლობაში მართავდნენ. ეს არის მოცემულობა და ამის შემდეგ დაიწყეს ის განცხადებები, რასაც ვისმენთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ეუთო/ოდირ-ის მისამართით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ასევე იხილეთ