გელა ზედელაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი არ არის ის კაცი, ზოგიერთივით გადამწყვეტ მომენტში საკუთარ ქვეყანას ზურგში დანა ჩაარტყას. ის რჩება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ და ერთგულ ჯარისკაცად!
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დღეს „მავნებმა“ დაიწყეს ცრუ ინფორმაციის გავრცელება, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა. მეტიც, თურმე ის უკვე ოპოზიციაში გადაბარგდა.
***
როგორც ჩანს, იმანო ამანაშვილებმა და ამანო იმანოშვილებმა მასობრივი სიზმარი ნახეს და შემდეგ ეს სიზმარი თავიანთი სექტის წევრებს დააჯერეს, რადგან უნდათ, ასე იყოს, აღქმები აქვთ ასეთი.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და ისედაც გადაღლილები აღარ გადაგღალოთ, მორიგი სისულელე არ დაიჯეროთ,
ირაკლი ღარიბაშვილი არ არის ის კაცი, ზოგიერთივით გადამწყვეტ მომენტში საკუთარ ქვეყანას ზურგში დანა ჩაარტყას. ის რჩება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ და ერთგულ ჯარისკაცად.
ეგ არი და გორის ციხე!“ – წერს გელა ზედელაშვილი.