leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზურაბ ქადაგიძე მომიტინგეებს: ქუჩაც გადაკეტილია და მიტინგიც მიმდინარეობს, ერთი პოლიციელი მოვიდა, ხელი შეგიშალათ? ეგ არის მშვიდობიანი პროტესტი. აი, როცა ასი ნიღბიანი ექსტრემისტი ასაფეთქებლებს ესვრის ძალოვნებს, ეგ დანაშაულია, რომელიც აუცილებლად აღსაკვეთია

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმიანება.
როგორც ქადაგიძე წერს, ქუჩაც გადაკეტილია და მიტინგიც მიმდინარეობს- სწორედ ეს არის მშვიდობიანი პროტესტი, ხოლო, როცა ასი ნიღბიანი ექსტრემისტი სხვადასხვა საგნებს ესვრის სამართალდამცავებს, ეს უკვე დანაშაულია.

„მიხვედით, გააპროტესტეთ, ქუჩაც გადაკეტილია და მიტინგიც მიმდინარეობს, ხომ?

ერთი პოლიციელი მოვიდა, ხელი შეგიშალათ?

ანუ, ეგ არის მშვიდობიანი პროტესტი, უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება, როდესაც განსაკუთრებით გიცავენ ქართველი პოლიციელები, რომ თქვენი უფლება იყოს დაცული.

აი, როცა საიდანღაც გამოხტება ასი ნიღბიანი ექსტრემისტი ახალგაზრდა, ააწყობს ბარიკადებს, ტომრებიდან გამოაძრობს პირო-ტექნიკას, ჩაქუჩებს, ასაფეთქებლებს და ესვრის ძალოვნებს, ეგ უკვე დანაშაულია, ძალიან მძიმე დანაშაული, რომელიც აუცილებლად აღსაკვეთია! 2×2=4“ – წერს ქადაგიძე.

ასევე იხილეთ