აქციების პროცესში ბავშვების ჩართვა მათთვის გამანადგურებელია, – განაცხადა „იმედის“ ეთერში ფსიქოლოგმა დალი ლაშხიძემ.
მისივე თქმით, ფსიქიკური ტრავმის გარდა, ბავშვები აქციაზე შესაძლოა ფიზიკურად დაზიანდეს.
„დღეს ვნახე კადრები. ბავშვების ძალით გამოყვანა და სასწავლო პროცესის ჩაშლა არის მათი უფლებების წართმევა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ისინი, რომ არ შეეხოთ პროცესები, რაც ქუჩაში ხდება. ბავშვების შეყვანა ამ პროცესში არის კიდევ ერთი დიდი ძალადობა იმ თვალსაზრისით, რომ ისინი მომსწრენი გახდებიან და უყურებენ ამ დაპირისპირებას. გარდა ამისა, იქ არაჯანსაღი გარემოა ამ გასროლილი ფეიერვერკებიდან, გაზიდან, შეიძლება ფიზიკურად დაემუქროთ საფრთხე, ფსიქოლოგიურ ტრავმას რომ თავი დავანებოთ. ასეთ სიტუაციაში მონაწილეობა და თავად გმირობის განცდა და წახალისება ბავშვებისთვის დამანგრეველია. მე რა კადრებიც ვნახე ის ბავშვები, რომლებიც ტირიან, რომ არ უნდათ რუსეთში და ა.შ. როგორი შეშინებულები არიან იცით ისინი?! ძალიან შეშინებულები. ამ ყველაფრის მიღმა, რომ ისინი გამოდიან, ყვირიან, ტექსტები აქვთ მომზადებული და გადასცეს სოციალური როლი, რომელიც მათთვის საერთოდ არ არის განკუთვნილი. ამ ყველაფრით ისინი სწორედ შიშის გადალახვას ცდილობენ და მართლა ძალიან შეშინებულები არიან”, – აღნიშნა ფსიქოლოგმა.