კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა მამუკა ხაზარაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ხაზარაძე ახალ ეროვნულ მოძრაობას იწყებს, ძველი ვლადიმერ ლენინის მიერ შთაგონებული, საქართველოს კომკავშირის დავალებით, გენერალ როდიონოვთან ერთად 9 აპრილის ღამეს დაგვირგვინდა წარმატებით, ახალი როთის იდეოლოგიით აღგზნებული! გირჩ შარვალჩახდილთან ერთად ხორციელდება!”,– წერს ხაინდრავა.
“ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა იწყება. ამის შესახებ ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„იწყება ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და მომავალი“, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.