ავთანდილ კუნჭულია: რა დონეზე არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყნის ახალი თაობა, რომ ისინი გამოიყვანო აქციაზე და ქვა ასროლინო, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის
“რა დონეზე არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყნის ახალი თაობა, რომ ისინი გამოიყვანო აქციაზე და ქვა ასროლინო, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის”, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსმა ავთანდილ კუნჭულიამ.
“რა დონეზე არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყნის ახალი თაობა, რომ ისინი გამოიყვანო აქციაზე და ქვა ასროლინო, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის. რა დონეზე არ უნდა გიყვარდეს ახალი თაობა, რომ მათ წაართვა კონსტიტუციით გათვალისწინებული განათლების უფლება და სკოლებში რუპორით მოუწოდო ბავშვებს, შეწყვიტონ სასწავლო პროცესი.
ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება არასრულწლოვანებზე და კიდევ ერთხელ აჩვენებს “ნაციონალური მოძრაობის” ბუნებას. ისინი არ და ვერ შეიცვლებიან და შესაბამისად, ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდებიან”, – აღნიშნა კუნჭულიამ.