top_leaderboard

ნიკოლოზ სამხარაძე: სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით რუმინეთის მხარემ უკვე მოამზადა სამოქმედო გეგმა, რომელსაც უახლოეს დღეებში გადმოგვცემს

სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით რუმინეთის მხარემ უკვე მოამზადა სამოქმედო გეგმა, რომელსაც უახლოეს დღეებში გადმოგვცემს,” – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინეთში განაცხადა.

ამ გეგმის განხილვის შემდეგ გვექნება კონკრეტული ღონისძიებები გაწერილი. უახლოეს მომავალში, თბილისში ველოდებით საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობას და ასევე საკმაოდ მაღალი დონის საპარლამენტო დელეგაციას“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, დაწყებულია მუშაობა წყალქვეშა ინტერნეტ კაბელის მშენებლობაზე, რომელიც საქართველოს დააკავშირებს ევროკავშირთან.

ინოვაციურ პროექტად მიიჩნევა ენერგეტიკული წყალქვეშა კაბელი. ძირითადი საკითხები, რაზეც შეხვედრების დროს საუბარი გვქონდა, ეს არის დეოკუპაცია, ჩვენი არაღიარების პოლიტიკა, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, თავისუფალი ვაჭრობა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ბუქარესტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიზიტი გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციის წევრები სენატის თავმჯდომარეს შეხვდნენ. განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობები და ქვეყნის ევროპული მომავალი. აქცენტი გაკეთდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე. იმსჯელეს მნიშვნელოვან პროექტებზეც, მათ შორის შავი ზღვის კაბელზე.

ასევე იხილეთ