აეროგრილები – ეს არის ის ინოვაციური სამზარეულოს ტექნიკა, რომელიც რევოლუციას ახდენს ჩვენი სამზარეულოებში. ისინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობაა თანამედროვე კულინარიაში და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მათ შორის, ვინც ცდილობს ჯანსაღი და დაბალ კალორიული კერძების მომზადებას. აეროგრილების შეძენა extra-ს საიტზე შეგიძლია ონლაინ.
აეროგრილის სიჯანსაღე
ყველაზე დიდი უპირატესობა, რაც აეროგრილებს გააჩნია, მათი ჯანსაღი მომზადების მეთოდია. ტრადიციულად, ზეთებში კერძების მომზადების ნაცვლად, აეროგრილი იყენებს ცხელი ჰაერის ციკლს, რათა სწრაფად და ეფექტურად მოხარშოს თუ შეწვას კერძები. ეს მეთოდი ამცირებს ცხიმის მოხმარებას.
რა შეგვიძლია მოვამზადოთ აეროგრილში?
კარტოფილი ფრი
აეროგრილში შეგიძლია მოამზადო კლასიკური კარტოფილი ფრი – ის იქნება ისეთივე გემრიელი, როგორც ტრადიციულად, ტაფაში შეწვისას, თუმცა, გაცილებით ჯანსაღი. შეგიძლია გამოიყენო მხოლოდ ერთი სუფრის კოვზი ზეთი ან საერთოდ უარი თქვან ზეთზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კალორიებს.
ხორცი
აეროგრილი იდეალურია სხვადასხვა სახის ხორცის მოსამზადებლად: ქათმის მკერდი, ღორის ან საქონლის სტეიკები. ხორცი რჩება წვნიანით და გემრიელი, ხოლო შეწვის პროცესი გაცილებით სწრაფია. გარდა ამისა, აეროგრილში მომზადებული ხორცი, მინიმუმამდე ამცირებს ცხიმისგან მიღებულ კალორიებს.
ბოსტნეული
აეროგრილში შეგიძლია სწრაფად მოამზადო მწვანილი, ბოსტნეული და სხვადასხვა ანტიოქსიდანტებით სავსე ინგრედიენტი. პომიდორი, ყაბაყი, ბადრიჯანი, წიწაკა – ყველა ეს ბოსტნეული, აეროგრილში ინარჩუნებს ვიტამინებს და სასარგებლო თვისებებს.
პიცა
დიახ, აეროგრილში შეგიძლია გამოაცხო პიცაც. მრგვალი ფორმის პიცა საკმაოდ მარტივია აეროგრილში მომზადებისთვის და საჭიროებს მცირე დროს.
თხილი და კაკალი
აეროგრილში მარტივია თხილეულის მოხალვაც და რაც მთავარია, შენარჩულებული ექნება ყველა სასარგებლო თვისება.
პანკეიკები და ტორტები
აეროგრილში შეგიძლია მოამზადო ტარტები ან სხვადასხვა სახის ნამცხვრები. მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა ცოტა მეტი ექსპერიმენტი, შედეგი გემრიელი და ჯანსაღი იქნება.
როგორ ხდება აეროგრილში ჯანსაღად მომზადება?
აეროგრილი ფუნქციონირებს ცხელი ჰაერის სისტემით, რომელიც სწრაფად და თანაბრად ავრცელებს სითბოს საკვებ პროდუქტებზე. ამ პროცესში ხდება საკვების გარსის სწრაფად მობრაწვა, ხოლო შიგნით რჩება ყველა საჭირო სითხე და ნუტრიენტი.
გარდა ამისა, ტრადიციულად, ცხიმში ჩაშვებული საკვების ნაცვლად, აეროგრილში ცხიმის რაოდენობა მინიმალური იქნება. ასე რომ, მიიღებ გემრიელ და ბევრად უფრო ჯანსაღ საკვებს.
აეროგრილები ნამდვილად შეცვლის შენს კულინარიულ პრაქტიკებს და შენი ყოველდღიური კვების რუტინა გახდება უფრო ჯანმრთელი, სწრაფი და გემრიელი. თუ გსურს დაბალკალორიული, მაგრამ გემრიელი კერძები, აეროგრილი საუკეთესო ვარიანტია.