leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: ხელისუფლება პირველ რიგში პასუხისმგებელია სტაბილურობაზე, მშვიდობაზე და შემდგომ უკვე იმ ყველაფერზე რაც უკავშირდება ევროინტეგრაციას

„საქართველოს ხელისუფლება პირველ რიგში პასუხისმგებელია ამ ქვეყნის სტაბილურობაზე, მშვიდობაზე და შემდგომ უკვე იმ ყველაფერზე რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, ეკონომიკურ განვითარებას და ზოგადად განვითარებას”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ის რომ ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, პრობლემაა, რომელიც უნდა გადაიჭრას და ამას გავლენა აქვს საქართველოს საგარეო დღის წესრიგზეც.

„რაც ქვეყნის შიგნით ხდება და გარკვეული გამოძახილი აქვს საგარეო ურთიერთობებში, ეს უკავშირდება არჩევნების საკითხს არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს, როდესაც ოპოზიციისთვის პრობლემაა არჩევნების შედეგების აღიარება. ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც გადასაჭრელია და ეს გავლენას ახდენს საქართველოს საგარეო დღის წესრიგზეც. როდესაც ამის დაკავშირება ხდება კანონებთან, უცნაური ვითარებას – რა შუაშია მაგალითად ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი არჩევნების შედეგებთან. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია დიალოგი. საქართველოს ხელისუფლება პირველ რიგში პასუხისმგებელია ამ ქვეყნის სტაბილურობაზე და საქართველოში მშვიდობაზე და შემდგომ უკვე იმ ყველაფერზე რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ზოგადად განვითარებას. რა თქმა უნდა ჩვენ ეს პასუხისმგებლობა გვაქვს და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ ისე, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობებისგან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ