leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის საელჩოზე: დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორებთან ურთიერთობები იქნება მეგობრული და არ იქნება იმ ფორმებით, რა ფორმებითაც დღეს ვხედავთ

„დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორებთან ურთიერთობები იქნება მეგობრული და არ იქნება იმ ფორმებით, რა ფორმებითაც დღეს ვხედავთ”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ქარდებზე.

„როდესაც ვსაუბრობთ პარტნიორობაზე და საქართველოს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან ურთიერთობებზე, რომელიც ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება, უფრო სერიოზულები უნდა ვიყოთ.

უფრო სერიოზულები უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება დიალოგს, პარტნიორობას, თანამშრომლობას, ვინაიდან რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენი პარტნიორების და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორებთან ურთიერთობები იქნება მეგობრული და არ იქნება იმ ფორმებით, რა ფორმებითაც დღეს ვხედავთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

ასევე იხილეთ