„პროტესტი, რომელიც ტყუილზეა დამყარებული, არ შეიძლება დიდი მომავალი ჰქონდეს. ძალიან მალე ეს პროტესტი მიილევა და შემდეგ საერთოდ გაქრება”, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
მისი თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციის მიმართულებით რამეს თუ მიაღწია, მიაღწია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში.
„პროტესტს სიმართლე სჭირდება და მუხტი რომ გაღვივდეს, საჭიროა იყო მართალი. ამ შემთხვევაში ეს პროტესტი მთლიანად არის დაცლილი სიმართლისგან და მოვლენების არასწორი ინტერპრეტაციის გზით არის მცდელობა საზოგადოების მოტყუების და პროტესტის ჩამოყალიბების. ნაცმეიდანი ვერ შედგა. ჩვენ ვნახეთ ეგზალტირებული, სპეციალურად მომზადებული, აღჭურვილი და შეიარაღებული ახალგაზრდების კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც პირდაპირ ძალადობაზე გადასული პროტესტის შემქმნელები არიან რამდენიმე დღეა. ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც არის ალბათობა, რომ გულწრფელად დაჯერებით იმისა, რომ შეიძლება საქართველოს საგარეო კურსთან შესაძლოა პრობლემა შეექმნას, მივიდნენ იქ. საქართველომ თუ რამეს მიაღწია ევროინტეგრაციის მიმართულებით, მიაღწია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. სამწუხაროდ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს როლი გამოიკვეთა მსოფლიო რუკაზე და იმ ძალებს, ვისთვისაც საქართველო და ქართველი ხალხის ბედი მხოლოდ მათი ინტერესების, პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი იყო, მათ საქართველოს სახით სხვა მოთამაშე წარმოედგინათ, რომელიც აჰყვებოდა იმ საერთო ცეცხლის რკალს ჩვენს რეგიონში და ჩაერთვებოდა იმ პროცესებში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმედ შეიძლებოდა დასრულებულიყო. შესაბამისად ქართული ოცნების ხელისუფლებამ ეს ნაბიჯები არ გადადგა. ამისთვის კანდიდატის სტატუსი, შემდეგ კი მოლაპარაკებების გახსნის ინსტრუმენტის შანტაჟის იარაღად გამოყენების მოწმე გავხდით. იმისთვის, რომ საქართველომ კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს, იმისთვის რომ ქვეყანა მშვიდ ვითარებაში იყოს, ჩვენ მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: ჩვენი მხრიდან საბიუჯეტო ხარჯებით ყველაფერს გავაკეთებთ, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან, გავაკეთებთ. ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ და 2028 წელს კვლავ დავაყენებთ მოლაპარაკების გახსნის საკითხს დღის წესრიგში. თუკი დღესვე იქნება ევროკავშირის მზაობა რომ გავხსნათ მოლაპარაკება, ჩვენი ხელისუფლება მზად არის, დაუფიქრებლად, დღესვე მოაწეროს ხელი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.