leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვლადიმერ ბოჟაძე: როგორც კი აღარ არსებობს წყარო, საიდანაც შეიძლება, დამატებით მიუტანონ პიროტექნიკა, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, აალებადი ნივთები და ასე შემდეგ, ხედავთ, როგორ მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს აქცია

„კანონსაწინააღმდეგო არ არის პიროტექნიკის ქონა, მაგრამ კანონსაწინააღმდეგოა, როდესაც შენ ამას ადამიანების ჯანმრთელობის დასაზიანებლად იყენებ – ჟურნალისტები, პოლიციელები, მოქალაქეები დაშავდნენ”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ პიროტექნიკასთან დაკავშირებით ელენე ხოშტარიას მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.

„ახლა ჩვენ ვუყურებთ აქციას, როგორ მიმდინარეობს – რამდენი საათია ადამიანები შეკრებილები არიან. როგორც კი აღარ არსებობს წყარო, საიდანაც შეიძლება, დამატებით მიუტანონ პიროტექნიკა, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, აალებადი ნივთები და ასე შემდეგ, ხედავთ, როგორ მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს აქცია.

არც სპეცრაზმია ჩართული, არც დამატებითი რესურსები და მექანიზმები გვჭირდება, არც წყლის ჭავლი, გაზის გამოყენება და ასე შემდეგ. ასე იქნებოდა მანამდეც, წინა დღეებში და ასე იქნება მომავალშიც თუ ეს ადამიანები ჩათვლიან, რომ კიდევ რაიმე არის გასაპროტესტებელი, რადგან წყარო რადიკალური ჯგუფების, მათი დაფინანსების, წახალისების ფაქტობრივად, აღარ არსებობს. საზოგადოებამ იხილა მათი ოფისები“, – განაცხადა ბოჟაძემ.

მისივე თქმით, რატომ უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ პარტიას აალებადი მასალები, საღებავები. მათ შორის, შესაძლოა, საუბარი იყოს საწვავზეც, რის დასადგენად შესაბამისი უწყებები მუშაობს.

„უკვე 7 დღეა ეს აქციები მიმდინარეობს – არ ყოფილა არც ერთი გამოსვლა, არც ერთი მოთხოვნა, საკითხის დაყენება, რას ითხოვენ ეს ადამიანები“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

ასევე იხილეთ