რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამერიკელ ჟურნალისტთან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მის ქვეყანას აშშ-თან ბირთვული ომი არ სურს.
“ჩვენ არ ვფიქრობთ ომზე შეერთებულ შტატებთან, რომელიც შეიძლება, ბირთვული ხასიათის იყოს. ჩვენი სამხედრო დოქტრინა ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ბირთვული ომის თავიდან აცილება”, – თქვა ლავროვმა.