leaderboard_below_slide
left_sabechdi

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის ელჩები რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ

„რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ დღეს ევროკავშირის ელჩები რუსეთისთვის ახალი სანქციების შემოღებაზე ვერ შეთანხმდნენ.

„დღეს ევროკავშირის ელჩებმა ვერავითარ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით. ჯერ ისევ მხოლოდ არსებული სანქციების მოსაბეზრებელი გახანგრძლივება მოხდა“, – დაწერა იოზვიაკმა.

ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის ელჩებს რუსეთისთვის სანქციების მეთხუთმეტე პაკეტზე უნდა ემსჯელათ და შეთანხმებისთვის მიეღწიათ. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი უკვე მესამედ ვერ აღწევს შეთანხმებას რუსეთისთვის სანქციათა ახალი პაკეტის შემოღებასთან დაკავშირებით.

ასევე იხილეთ