leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიხეილ დუნდუა: ფინანსთა სამინისტრო იცავს დაბალი ბიუჯეტის დეფიციტს და ეროვნული ბანკი კარგად მართავს რეფინანსირების განაკვეთს, რაც საბოლოო ჯამში ინფლაციის შემცირებაში აისახება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები მცირდება, ინფლაციის დონე კი კლებისკენ მიდის. უწყება განმარტავს, რომ საუბარია ფასების ჰარმონიზებულ ინდექსზე, რომლის მიხედვითაც წლიურმა ინფლაციის დონემ ნული პროცენტი შეადგინა.

ეკონომიკურ გუნდში შედეგებს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის სწორ და კოორდინირებულ თანამშრომლობას უკავშირებენ

„ერთი მხრივ, ფინანსთა სამინისტრო იცავს დაბალი ბიუჯეტის დეფიციტს და მეორე მხრივ ეროვნული ბანკი კარგად მართავს რეფინანსირების განაკვეთს, რაც საბოლოო ჯამში ინფლაციის შემცირებაში აისახება. ბუნებრივია, ჩვენი მიზანი არის მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ზრდა“, – აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.

ასევე იხილეთ