დავით ქართველიშვილი: დღეს „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან საქართველოსთან გაშმაგებული ბრძოლა, სწორედ ამ ფაქტორით არის გამოწვეული – ჩვენი „ალბანიზაცია“ თუ „უკრაინიზაცია“ ვერ ხერხდება, ამისთვის გაღებული უამრავი მცდელობის მიუხედავად
“დღეს „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან საქართველოსთან მიმართებით დაუფარავი გაღიზიანება და გაშმაგებული ბრძოლა, სწორედ ამ ფაქტორით არის გამოწვეული – ჩვენი „ალბანიზაცია“ თუ „უკრაინიზაცია“ ვერ ხერხდება, ამისთვის გაღებული უამრავი მცდელობის მიუხედავად,” – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში ვეტინგის სისტემის დამყარების მცდელობას.
ქართველიშვილის თქმით, საქართველო – ალბანეთისთვის და უკრაინისთვის ცოცხალი მაგალითია იმ ქვეყნის, სადაც შესაძლებელი ყოფილა თურმე სახელმწიფოს სათავეში დე-ფაქტო დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზე, მოსახლეობის ინტერესებზე და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ხელისუფლების შენარჩუნება.
„Judicial Watch-ის და FoxNews-ის მიერ გამოქვეყნებული მასალები საქართველოსთვის არა იმდენად ახალ და უცნობ გარემოებას ეხება, რამდენადაც ადასტურებს ჩვენ მიერ არაერთხელ გამოთქმულ მოცემულობას: დიახ, „გლობალური ომის პარტია“ და მისი იდეოლოგიის ფლაგმანი „სოროსის ფონდი“ ღიად მუშაობენ „ურჩ“ ქვეყნებში არასასურველი ხელისუფლებების ჩასანაცვლებლად მემარცხენე, ფსევდოლიბერალური და ლიბერალური ფაშიზმის მატარებელი მარიონეტული რეჟიმებით.
დღეს „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან საქართველოსთან მიმართებით დაუფარავი გაღიზიანება და გაშმაგებული ბრძოლა სწორედ ამ ფაქტორით არის გამოწვეული – ჩვენი „ალბანიზაცია“ თუ „უკრაინიზაცია” ვერ ხერხდება, ამისთვის გაღებული უამრავი მცდელობის მიუხედავად. ხოლო საქართველო – ალბანეთისთვის და უკრაინისთვის ცოცხალი მაგალითია იმ ქვეყნის, სადაც შესაძლებელი ყოფილა თურმე სახელმწიფოს სათავეში დე-ფაქტო დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზე, მოსახლეობის ინტერესებზე და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ხელისუფლების შენარჩუნება“, – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.