ბონდო მძინარაშვილი: რეჟისორებმა, მსახიობებმა, მწერლებმა გადატრიალება იდეოლოგიურად მოამზადეს, მეცნიერებმა მოთელეს, მერე კი კიტოვანი მოვიდა და ავტომატის ჯერით მოხატა! აი, ეს უნდათ ახლაც!
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ხელოვანებიო… ხელოვანებიო…
ჩამოვთვალოთ ხელოვანები, რომლებმაც იდეოლოგიური საფუძვლები მოამზადეს 1991 წელს ზარბაზნის დასაქუხებლად და მთავრობის სახლის დასანგრევად, ჯერ რუსთაველის გამზირის, შემდეგ კი მთელი საქართველოს გადასაწვავად?!
დაგვავიწყდა, რა მოჰყვა მაშინდელ სახელმწიფო გადატრიალებას?!
დაგვავიწყდა, რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა?!
პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია აცხადებდა, – ისინი ტყვიას გვესვრიან და ჩვენ ყვავილები ვესროლოთო!
ახლაც ელოდებიან, რომ ხელისუფლება შემთბარ და დამტკბარ წყალს მიასხამს „მოლოტოვის შვილიშვილ“ მოიერიშეებს!
მაშინდელ ხელისუფლებას რომ პრინციპულობა და სიმკაცრე გამოეჩინა, მაშინდელ სამართალდამცველებს რომ ლეგიტიმური ძალა გამოეყენებინათ, რამდენ მსხვერპლს ავიცილებდით?!
მაგრამ მაშინაც ასე ამბობდნენ: რეჟისორებიო… მსახიობებიო… მწერლებიო… მეცნიერებიო… მხატვრებიო…
მეცნიერი იყო სიგუა და მხატვარი იყო კიტოვანი.
რეჟისორებმა, მსახიობებმა, მწერლებმა გადატრიალება იდეოლოგიურად მოამზადეს, მეცნიერებმა მოთელეს, მერე კი კიტოვანი მოვიდა და ავტომატის ჯერით მოხატა!
სალომე „მაშვინაც“ მათთან იყო, ოღონდ – პარიჟში!
აი, ეს უნდათ ახლაც!
არ გაგივათ! აღარ გაგივათ!“ – წერს ბონდო მძინარაშვილი.