leaderboard_below_slide
left_sabechdi

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა “ტვ პირველის” თანამშრომლების მიმართ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია “ტვ პირველის” თანამშრომლების მიმართ თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

“დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

“ტვ პირველის” ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ასევე იხილეთ