leaderboard_below_slide
left_sabechdi

ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსანი აშშ-ის დაზვერვის ანგარიშზე: ისრაელის პრემიერ-მინისტრს ისრაელის მოქალაქეები ირჩევენ და სხვა არავინ, ისრაელი არ არის აშშ-ის პროტექტორატი

ისრაელის პრემიერ-მინისტრს ისრაელის მოქალაქეები ირჩევენ და სხვა არავინ, ისრაელი არ არის აშშ-ის პროტექტორატი, – ასე გამოეხმაურა ისრაელის მთავრობის ოფიციალური პირი აშშის დაზვერვის ანგარიშს, რომლის თანახმად, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, როგორც პოლიტიკური ლიდერის სიცოცხლისუნარიანობა საფრთხეშია. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ისრაელი არ არის აშშ-ის პროტექტორატი, არამედ დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებიც ირჩევენ მთავრობას. ჩვენ ველით, რომ ჩვენი მეგობრები იმოქმედებენ “ჰამასის” ტერორისტული რეჟიმის დასამხობად და არა ისრაელის არჩეული მთავრობის დასამხობად”, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსანმა.

აშშ-ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ “უნდობლობა ნეთანიაჰუს მმართველობის მიმართ გაღრმავდა და გაფართოვდა და ჩვენ ველით დიდ პროტესტს მისი გადადგომისა და ახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით”.

ასევე იხილეთ