leaderboard_below_slide
left_sabechdi

აშშ-მა უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

“დღეს, პრეზიდენტ ბაიდენის სახელით, ვაცხადებ 300 მილიონი დოლარის გადაუდებელ პაკეტს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის ზოგიერთი გადაუდებელი საჭიროების დასაკმაყოფილებლად”, – აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.

მან დასძინა, რომ პაკეტი შეიცავს საარტილერიო საბრძოლო მასალასა და GMLRS-ის ჭურვებს HIMARS-ის სისტემებისთვის, რაც უკრაინას ძალიან სჭირდება რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად.

ასევე იხილეთ