“ამაზე მეტი ჟურნალისტური და ადამიანური დაცემა არ მინახავს, ბევრი მეგობრის შვილზე და ნათესავზე ვიცი, რომ იმ აქციებზე დადიან. არც მიფიქრია ასეთი სიძულვილით დედის შვილთან დაპირისპირება. არც მიკადრია ამ ფაქტის ოჯახის წინააღმდეგ გამოყენება. ან ასე დაშანტაჟება, ან ასე გამეტება… არც თავად მელაძეა თავისი მეგობრების ასე იოლად გამმეტებელი… რა მოხდა?! რა ხდება?!”, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.
“ამბობენ, რომ გუშინდელი ამაზრზენი ფაქტის – ჟურნალისტის და ოპერატორის საეჭვო ვითარებაში ცემის – დამდგმელი სწორედ ნოდარ მელაძეაო?!… ამბობენ, რომ სხვაგვარი სცენარი უნდა გათამაშებულიყო. კერძოდ, ხელისუფლების მომხრე, შეიარაღებული, მოძალადე ჯგუფების თარეშის დაფიქსირება, რომელთა მხრიდან წამოსული აგრესიისგან პოლიცია არ/ვერ იცავს “ ბავშვებს”!
გუშინ ერთდროულად მოხდა სამი ასეთი ფაქტის დაფიქსირება და მომიტინგეების მხრიდან პოლიციელებთან საყვედურებით მიმართვა – რატომ არ რეაგირებთ, რატომ არ გვიცავთ, ჩვენ იარაღი არ გვაქვს, თავი რითი დავიცვათ და პარალელურად, საპატრულო ბრიგადების ნომრების გამოქვეყნება! ამ დადგმულ, პოლიციის “მადისკრედიტირებელ” ფაქტებს დაერთო და გადაფარა ყველაფერი, ზემოთ ნახსენებმა ცემის ფაქტმა. სხვათაშორის, იმ ჩანაწერშიც, პირველი რაც ისმის, არის საყვედური პოლიციის მიმართ- პოლიცია აქ არააა!!!
მოკლედ, არანაირი ბრალდება ჩემი მხრიდან ეს არაა! ყველა მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება!
დროულად გამოიძიეთ და დაასრულეთ ეს სისხლის სამართლის დანაშაულობების კასკადი!
მიეცით კვალუფიკაცია მიმდინარე პროცესს! ამოიღეთ ლექსიკონიდან სიტყვა ბავშვები! 21-22-23 და მით უფრო 94 წლის ადამიანი ბავშვი არ არის! და ბოლოს!
“ პირველი არხი”, გახსენი სტუდია გუშინდელ ცემის ფაქტთან დაკავშირებით! მიიწვიე ფსიქოლოგებიც, რომ მოხდეს ცემის დეტალებში განხილვა! ეს არის გასაკეთებელი სასწრაფოდ!”,– წერს ხოფერია.