„ჩემთვის ყველაზე მძიმე არის ის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც გაჯერებულია ზოგადად საზოგადოების ერთი ნაწილი და ეს ბოლშევიკურ-ფაშისტური ნარატივი, რომ თუ არ ხარ ჩემს აზრზე, ხარ ჩემი მტერი, რუსი, მონა და ა.შ.”, – განაცხადა მუსიკოსმა და საზოგადოება „ქართულის” წევრმა ზურაბ მანჯავიძემ გადაცემაში „იმედი Live”.
„წარმოუდგენელია ასეთი მიუღებლობა ადამიანის საწინააღმდეგო აზრის და თუ ამაში ხედავენ ეს ადამიანები პროევროპულობას ძალიან ცდებიან და ძალიან ღრმა სიბნელეში არიან. რთულია ამ ყველაფრის ყურება, რადგან ორივე მხარეს ჩვენი მოქალაქეები დგანან. ძალიან უჭირთ ადამიანებს რატომღაც რეალობის ყველა მხრიდან დანახვა,მხოლოდ ერთი მხრიდან უყურებენ ამ ყველაფერს. მე თუ შემიძლია იმის აღიარება, რომ ის პოლიციელი ცუდად მოიქცა, ვინც წაქცეულს ფეხი დაარტყა, რატომ არ უნდა შეეძლოთ ამა ადამიანებს იმის თქმა, რომ არ არიან მართლები ის მომიტინგეები, ვინც ქვას ესვრის პოლიციას, რომლებიც დგანან უბრალოდ და იცავენ პერიმეტრს.
შენ მშვიდობიანი მომიტინგე იმ წუთიდან აღარ ხარ, როდესაც ქვას და რკინას ისვრი, აღარაფერს ვამბობ მოლოტოვის კოქტეილსა და ფეიერვერკზე, რომელიც მხოლოდ სანახაობა ჰგონიათ”, – აღნიშნა ზურაბ მანჯავიძემ