leaderboard_below_slide
left_sabechdi

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, ე.წ. „გეჯაანთ უბნის“ გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

913 გრძივი მეტრი გზის წინა მოსამზადებელ სამუშაოებს ელქტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“ ახორციელებს.

გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში დაიგება ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი, მოეწყობა რკინა ბეტონის კიუვეტები ცხაურის ღარებით, გზის მიერთებები და ეზოში შესასვლელები.

კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს მოსახლეობის კომფორტულ და ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას.

 

ასევე იხილეთ