გია ცაგარეიშვილი: საქართველოს აქვს სრული სუვერენული უფლება, მოითხოვოს იმ კრიმინალის ექსტრადირება, რომელმაც აქ არაერთი უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ საქართველო ევროპიდან დამნაშავე პირის ექსტრადირებას კანონის სრული დაცვით ითხოვს.
“საქართველოს აქვს სრული სუვერენული უფლება, მოითხოვოს იმ კრიმინალის ექსტრადირება ევროპიდან საქართველოში, რომელმაც აქ არაერთი უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა.
„უბრალოდ, წარმოუდგენელია, რომ ადამიანი, რომელსაც მკლავებამდე სისხლში აქვს ხელები, ასე თავისუფლად ბოგინობდეს დედამიწაზე და საერთოდ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობდეს ვერაფერზე“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ გერმანიას და ბელგიას ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მიზნით მიმართა.