leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: თქვენ ხართ მედიის წარმომადგენლები კი არა, „ნაცების” ხროვა!

„ვის ეძახით ტიტუშკებს, თქვე მაწანწალებო?! აი, ამიტომ ვამბობ ხოლმე, არ არიან ესენი არანაირი კოლეგები და მით უფრო – ჟურნალისტები, ესენი არიან თავზე ხელაღებული ავანტიურისტები!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს.

„იმედის” ჟურნალისტები უნდა დავასანქციროთო, გამოაცხადა ქალბატონმა კვნესომ და გაუვიდა იღლიებიდან ოფლი!

ეგ კიდე არაფერი, ქალბატონ კვნესოს ქმარი, შოთა უტიაშვილი აპირებს, ცეცხლი წაუკიდოს ნაძვისხეს, რომელიც პარლამენტის წინ იდგმება.

რა თქმა უნდა, თუკი უტიაშვილი ამას გააკეთებს, მასაც ოფლი გაუვა არა მხოლოდ იღლიებიდან, თითქმის ყველა „დირკიდან” და არ გამოვრიცხავ, რამდენიმე წელიწადი ვირის აბანოშიც კი გამწესდეს.

ისე, ძალიან მიკვირს, აქამდე რატომ არ გამწესდა წერას ატანილი უტიაშვილი ვირის აბანოში, ის ხომ ფოტოგრაფების საქმის მთავარი გამყალბებელი იყო? მე არაფერს ვაბრალებ, ვისაც გაინტერესებთ, რა წვლილი მიუძღვის იმ ამბებში, დაუკავშირდით გიორგი აბდალაძეს და დაწვრილებით ის მოგიყვებათ.

მივმართავ ე.წ. ჟურნალისტებს, რომლებიც დღეს რუსთაველზე დაბოდიალობდნენ და ჩიქორთულად დაწერილ ბანერებს დაათრევდნენ:

ქალბატონ კვნესოს ფაშისტურ ქმედებას არ გმობთ? არ აპროტესტებთ? მოგწონთ? ამაყობთ? გეკაიფებათ? გსიამოვნებთ?

ჰოდა, თქვენ ხართ მედიის წარმომადგენლები კი არა, „ნაცების” ხროვა!

ვის ეძახით ტიტუშკებს, თქვე მაწანწალებო?!

აი, ამიტომ ვამბობ ხოლმე, არ არიან ესენი არანაირი კოლეგები და მით უფრო – ჟურნალისტები, ესენი არიან თავზე ხელაღებული ავანტიურისტები!” – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ