ბექა წივწივაძე: ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთეთ! რაც გინდათ, ის ქენით, მაგრამ ჩემს ოჯახს არ შეეხოთ!
ყოფილი კალათბურთელი, ბექა წივწივაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთეთ! ჩუმად ვართ, გიფრთხილდებით, ვუფრთხილდებით ურთიერთობებს! კი, დიახ, ვგმობ მთელი ძალით ყველანაირ ძალადობას და, ასევე, ვგმობ თქვენს ფაშიზმს, რომელიც ამოფარებულია ამ თქვენს ვითომ ლიბერალიზმს! დამსქრინეთ, დამარეპორტეთ, რაც გინდათ, ის ქენით, მაგრამ ჩემს ოჯახს არ შეეხოთ! მოდით და პირისპირ მითხარით თქვენი სათქმელი, თუ რამე გინდათ! საოცარი პოსტებით რომ გამოირჩევით, ადექით და დაგმეთ ეს ფაშიზმი!
მჯერა, რომ აქციაზე მყოფი ადამიანების უდიდესი ნაწილი პატრიოტია. ჩემი ბევრი მეგობარი დგას იქ, მაგრამ მე თუ დღეს აქციაზე არ ვდგავარ და სხვაგვარად ვფიქრობ და აღვიქვამ მოვლენებს, ვინმეზე ნაკლები პატრიოტი ვარ?! თუ რუსეთის აგენტი ვარ?!
შეწყვიტეთ ფაშიზმი ჩემი და ჩემნაირი აზროვნების ადამიანების მიმართ! რუსეთი არავის უნდა! მთავარია, ურთიერთპატივისცემა არ დავკარგოთ და მოვუსმინოთ ერთმანეთს, ამის პრობლემაა დღეს. განსხვავებული აზრი პირდაპირ მტრობასთან ხდება გაიგივებული და არასწორია. დემოკრატია აზრის გამოხატვის თავისუფლებით იწყება და ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის და ქუჩაში გულანთებული დგას, მინიმუმ, განსხვავებული აზრის მიღება და პატივისცემა უნდა შეძლოს”, – წერს ყოფილი კალათბურთელი და ტელეწამყვან მანიკა ასათიანის მეუღლე ბექა წივწივაძე.