leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: ადეიშვილი არის იმ სისტემის შემოქმედი, რომელმაც ადამიანის უფლებების დარღვევა და ჩაგვრა მოიტანა 

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ არ შეიძლება, დამნაშავე ადამიანი ევროპაში თავისუფლად გადაადგილდებოდეს. მისი თქმით, ზურაბ ადეიშვილი იმ სისტემის შემოქმედია, რომელმაც ქვეყანას ადამიანის უფლებების დარღვევა და ჩაგვრა მოუტანა.

“არანაირი შეფასებით და რაკურსით არ შეიძლება, რამე გამართლება ჰქონდეს მოვლენას, როდესაც დამნაშავე ადამიანი დემოკრატიის საფარქვეშ მოძრაობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და საუბრობს დემოკრატიულ რეფორმებზე. 

ბუნებრივია, ეს ცოტა ცინიკურია საქართველოსთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი (ზურაბ ადეიშვილი) არის კონკრეტულად იმ სისტემის შემოქმედი, რომელმაც მოიტანა ადამიანის უფლებების დარღვევა და ჩაგვრა“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ გერმანიას და ბელგიას ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მიზნით მიმართა.

 

 

ასევე იხილეთ