„ბიჭებო, თქვენ მცირედი ბულინგისთვის ვერ გაგიძლიათ და სხვა, უფრო სერიოზულ გამოწვევას გაუძლებთ?” – წერს თეა ფირცხალავა”, – ამის შესახებ ჟურნალისტი თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში წერს.
„რა ამაზრზენად გამოიყურება კაცი (სპორტსმენი, ჟურნალისტი, მსახიობი, მსახიობის ყოფილი ქმარი თუ ვინც გინდა ის), ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს მხოლოდ ტვ-პირველის მომწამვლელი სიუჟეტებით ადევნებს და კომპიუტერის მონიტორიდან გადმომდგარი ყველას, ვინც მის აზრს არ იზიარებს, ჭკუას არიგებს და ლანძღავს…
ვისი შვილი და შვილიშვილიც გინდა, ის იყოს, ვინ მისცა უფლება, რომ ქართველ ერს ჭკუა დაარიგოს?
რა საცოდავია კაცი, რომელსაც ჭკვიანი და განათლებული მხოლოდ საკუთარი თავი ჰგონია, სხვებს კი მონებს უწოდებს!!!
სოცქსელებში ბევრ „მგმობელ” განცხადებას წავაწყდი და განსაკუთრებით სპორტსმენებზე გავბრაზდი, რომელთაც სულის სიმტკიცე და ვაჟკაცობა ყველაზე მეტად მოეთხოვებათ. ჰოდა, ვეუბნები მათ:
პირველ რიგში სპორტსმენი კი არა, ადამიანი უნდა იყო.
კაცი რომ მოსახლეობის ერთი ნაწილის ბულინგს შეუშინდება, მერე რაღაც იდიოტურ, უშინაარსო, სინდისგარეცხილ და არავაჟკაცურ განცხადებებს გააკეთებს და მოსახლეობის მეორე ნაწილს დაგმობს, პირადად ჩემთვის, ის კაცი კი არა, უნებისყოფო ქალაჩუნაა.
ბიჭებო, თქვენ მცირედი ბულინგისთვის ვერ გაგიძლიათ და სხვა, უფრო სერიოზულ გამოწვევას გაუძლებთ?” – წერს თეა ფირცხალავა.