ლალი მოროშკინა: სალომე ზურაბიშვილს რომ ნდომოდა, ჩვენ გაგვეგო, რას ესაუბრება ამერიკის პრეზიდენტს, აუცილებლად ექნებოდა პატარა მიკროფონი
„ზუსტად ვიცი, რომ იქ სალომე ზურაბიშვილი ვერ მოასწრებდა სახელმწიფოსთვის და ქვეყნისთვის საზიანო განცხადებების გაკეთებას. არ იყო ამის დრო, ის უბრალოდ იყო წარდგენილი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. მავნებლური განცხადებები იქ ვერ მოხდებოდა, სალომეს უფრო სჭირდებოდა ე.წ. „კარტინკა“, ამიტომაც გადაიღო ფოტო მასკთან ერთად”, – განაცხადა პოლიტოლოგმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილმა მრჩეველმა ლალი მოროშკინამ გადაცემაში “იმედი live”.
მისი თქმით, პრეზიდენტს აქვს გამოცდილება და მას რომ ნდომოდა, ქართველ ხალხს გაგვეგო, რას ესაუბრება ამერიკის პრეზიდენტს, აუცილებლად ექნებოდა პატარა მიკროფონი.
„ჩემი ახლობელი ხალხი ესწრებოდა გუშინ ცერემონიალს და ამბობენ, რომ ძალიან სამარცხვინო სანახავი იყო, როგორ ცდილობდა სალომე ზურაბიშვილი ყურადღების მიქცევას, როგორ უჯიკა შვილმა, დროა, ახლა მიდი, დაელაპარაკეო. შემდეგ როგორ გამოიჭირა დერეფანში და გააგრძელა. ყველამ იცის, ვისაც უმუშავია დიპლომატიურ სტრუქტურებში, რომ არსებობს პროტოკოლი, რომლის დარღვევაც არ შეიძლება. მეტსაც გეტყვით, ზუსტად ვიცი, რომ იქ სალომე ზურაბიშვილი ვერ მოასწრებდა სახელმწიფოსთვის და ქვეყნისთვის საზიანო განცხადებების გაკეთებას. არ იყო ამის დრო, ის უბრალოდ იყო წარდგენილი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. მავნებლური განცხადებები იქ ვერ მოხდებოდა, სალომეს უფრო სჭირდებოდა ე.წ. „კარტინკა“, ამიტომაც გადაიღო ფოტო მასკთან ერთად. ვინც იყო, ყველას ედო მასკთან ერთად ფოტო, მათ შორის ჩემს ახლობლებსაც. სალომეს აქვს გამოცდილება, მას რომ ნდომოდა, ჩვენ გაგვეგო, რას ესაუბრება ამერიკის პრეზიდენტს, აუცილებლად ექნებოდა პატარა მიკროფონი. ვისთანაც უნდოდა ტრამპს რეალურად საუბარი, ეს იყო ზელენსკი” – აღნიშნა ლალი მოროშკინამ.