leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლალი მოროშკინა: თუ ვერ მოილაპარაკებენ ტრამპი და პუტინი, პროქსი ომი აქეთ გადმოვა. არავინ არ შეეკითხება სალომეს

პოლიტოლოგმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილმა მრჩეველმა ლალი მოროშკინამ გადაცემაში „იმედი live” მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვერ მოილაპარაკებენ ტრამპი და პუტინი, პროქსი ომი აქეთ გადმოვა და არავინ არ შეეკითხება საქართველოს პრეზიდენტს.

„ჩვენი ამბავი წყდება გაცილებით მაღლა, ვიდრე ეს არის სალომეს სასახლე. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ამ დიდ გეოპოლიტიკურ გადანაწილებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გვიჭირავს, ძალიან მნიშვნელოვანია ის დერეფანი, რომელიც არის საქართველო და ღრმაწლოვანი პორტები, სამომავლოდ რაც უნდა მომხდარიყო და ჩინური ინვესტიცია შემოსულიყო. თუ ამაზე ვერ მოილაპარაკებენ ტრამპი და პუტინი, შესაბამისად პროქსი ომი აქეთ გადმოვა. არავინ არ შეეკითხება სალომეს. ჩვენ ახლა ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ გავხსნათ ეთერი ბევრი ექსპერტისთვის”, – აღნიშნა ლალი მოროშკინამ.

ასევე იხილეთ