„ნაციონალური მოძრაობის“ დროს თბილისის მერიაში თაღლითური ტენდერის შესახებ ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ნაციონალური“ ახალი წელი თბილისში
2011 წლის შობა-ახალი წლისთვის საახალწლო ილუმინაციების შესყიდვის მიზნით, 2010 წლის 13 ივლისს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, სატენდერო დოკუმენტაცია წარადგინეს:
შპს „საქართველოს საფინანსო კომპანიამ“, შპს „თ.ფ“-მ, შპს „ბასიანმა“ და შპს „სითი ლაითმა“.
2010 წლის 10 აგვისტოს შპს „სითი ლაითი“ ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადეს.
აუდიტის დასკვნით გაირკვა, რომ შპს „სითი ლაითი“ 2010 წლის 23 ივლისს, ანუ ტენდერის გამოცხადებიდან 10 დღის შემდეგ დაფუძნდა, რაც ნიშნავს, რომ 13 ივლისს სატენდერო წინადადება წარადგინა კომპანიამ, რომელიც ჯერ კიდევ დაფუძნებული არ ყოფილა!
შესყიდვის შედეგად, შპს „სითი ლაითის“ მოგების მარჟა 21.4% იყო.
2009 წლიდან, თბილისის მერიის ადმინისტრაციაში, კულტურულ ღონისძიებებს, დედაქალაქის მაშინდელი მერის, გიგი უგულავას მეუღლე ლელა კილაძე კურირებდა“, – წერს ლაშა გეგეჭკორი.