„რუსეთი არ ერევა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში, მოსკოვი მზადაა იმუშაოს ნებისმიერ პრეზიდენტთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი აირჩევს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
ჟურნალისტმა პუტინს ადრე გაკეთებული განცხადება გაახსენა, რომ ჯო ბაიდენის გამარჯვება უფრო სასურველია უკრაინისთვის, ვიდრე დონალდ ტრამპის გამარჯვება, რადგან თეთრი სახლის ამჟამინდელი ხელმძღვანელი უფრო გამოცდილი და პროგნოზირებადია.
ჟურნალისტმა რუსეთის ლიდერს ჰკითხა, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს მისი კომენტარი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევად? რაზედაც პუტინმა უპასუხა: „ჩვენ არცერთი გზით არ ვერევით არცერთ არჩევნებში და როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ვიმუშავებთ ნებისმიერ ლიდერთან, რომელსაც ენდობა ამერიკელი ხალხი, ამერიკელი ამომრჩეველი“.