leaderboard_below_slide
left_sabechdi

პუტინი: რუსეთი მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი

რუსეთი მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუკი საკითხი ეხება რუსეთის სახელმწიფოს არსებობას”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინი აცხადებს, რომ მას გეგმები არ შეუცვლია.

„იარაღი არსებობს იმისათვის, რომ გამოიყენონ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები. რას ამბობენ ისინი: ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ იარაღი, მათ შორის ნებისმიერი იარაღი, მათ შორის ის, რაც თქვენ ახსენეთ, თუ საუბარია რუსეთის სახელმწიფოს არსებობაზე, ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიყენებაზე. ყველაფერი გვაქვს გაწერილი ჩვენს სტრატეგიაში, ჩვენ ის არ შეგვიცვლია“, – აღნიშნა პუტინმა და  უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა მზად რუსეთი, გამოიყენოს ბირთვული იარაღი უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით.

ასევე იხილეთ