leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი კახიანი: ოპოზიციის პოლიტიკურ ხრიკებს არავინ დაიჯერებს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის განცხადებით, ოპოზიციის პოლიტიკურ ხრიკებს არავინ დაიჯერებს, ამის შესახებ მან შვეიცარიაში ვიზიტის დროს აღნიშნა.

მათ პოლიტიკურ ხრიკებს არავინ დაიჯერებს. ასეთ გაერთიანებებს არც 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა აქვთ და არც რაიმე პოლიტიკური პერსპექტივა ექნებათ. 

პოლიტიკური პარტიები იქმნება, რომლებიც თავის თავს ისე წარმოაჩენენ, თითქოს, არ არიან „ნაცმოძრაობის” შემადგენელი. სინამდვილეში, ნიკა გვარამია იქნება თუ ნიკა მელია, ხოშტარია, გირჩი ჯაფარიძე, თუ სხვები, ესენი არიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. გვარამიასა და მელიას გაერთიანება ერთ მიზანს ემსახურება – იქნებ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, “ნაცმოძრაობისგან” დისტანცირდნენ და რამენაირად 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოახერხონ, მაგრამ საზოგადოებამ კარგად იცის ერთის და მეორის წარსული.

შესაბამისად, მათ პოლიტიკურ ხრიკებს არავინ დაიჯერებს. ასეთ გაერთიანებებს არც 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა აქვთ და არც რაიმე პოლიტიკური პერსპექტივა ექნებათ,” – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ცნობისთვის, ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ. მათი გაერთიანების სახელწოდებაა „ახალი“, ხოლო არჩევნებში მონაწილეობას საარჩევნო ნომერი 4-ით მიიღებენ.

 

 

ასევე იხილეთ